ავტორიზაცია

2015-02-02

სკოლაში მიღების წესი


ვრცლად

2013-07-16

2013-07-16

2013-2014 სასწავლო წლის სახელმძღვანელოები

ვრცლად

                             სკოლა ლიცეუმი „ცისაკარის“  მისია

           ჩვენი სკოლის მისიაა აღზარდოს უსაფრთხო გარემო პირობებში შემოქმედებითი, ტოლერანტული და ჰარმონიულად განვითარებულუი პიროვნებები. „ცისაკარის“ მისიაა შეიმუშაოს სწავლა -სწავლების და აღზრდის სრულყოფილი სისტემა.
            მისიის შემუშავებაში ჩართულია სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგთა კოლექტივი, ვითვალისწინებთ მოსწავლეთა და მშობელთა, აზრს და შენიშვნებს. მისიაში შეგვაქვს ცვლილებები და ეტაპობრივად ვანვითარებთ. შინაგანაწესს ვიმუშავებთ მოსწავლეებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში ვითვალისწინებთ კომპეტენტური პირების აზრსაც.
            სკოლა ეფუძნება მართმადიდებლურ სარწმუნოებას და ორიენტირებულია დასავლურ განათლებაზე. ჩვენი დევიზია მაღალი დისწიპლინა, სწავლების ხარისხის ამაღლება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მრავალფეროვნება. საკადრო პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოებრივი პრინციპების გააზრება და სკოლაში ჯანსაღი უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა. მოსწავლეებში შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლება, ეს არის ჩვენი სკოლის ძირითადი პრინციპები და სამოქალაქო სამოქმედო გეგმა.
            სწორედ ამ მიზნის მიღწევის პროცესში სკოლა პრიორიტეტს ანიჭებს გარემოზე ზრუნვას, ჯანსაღი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს დამკვიდრებას, კადრების სისტემატიურ პროფესიულ გადამზადებას და მათ მოზიდვას. თემთან ურთიერთობას, აკადემიური მოსწრების ზრდას და მშობელთა ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში. ასევე მაღალი მორალის მქონე და კანონმორჩილ მოქალაქეების აღზრდას.